საფრანგეთის ქალაქ ლილში 600-ზე მეტმა მეხანძრემ საპროტესტო აქცია გამართა
საფრანგეთის ქალაქ ლილში 600-ზე მეტმა მეხანძრემ საპროტესტო აქცია გამართა. მეხანძრეები რესურსების ნაკლებობას და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. მათ ქალაქის ცენტრალური გზა გადაკეტეს და საბურავებსა და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
