სუს-ის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, ჯამში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ 21 ადამიანი. მათ შორის არის ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული ოთხი ექიმი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ასევე დაკავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი
