მომავალ კვირაში მუშაობას იწყებს დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელმაც ფასების რეგულირებაზე უნდა იმსჯელოს
მომავალ კვირაში მუშაობას იწყებს დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელმაც ფასების რეგულირებაზე უნდა იმსჯელოს. კომისია, რომლის შექმნის ინიციატივაც ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, სავარაუდოდ 14 დეპუტატით დაკომპლექტდება. დღესვე ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 17 თებერვალს პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს
