მთავრობამ წარმატებით შეძლო 500 მილიონი დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე
მთავრობამ წარმატებით შეძლო 500 მილიონი დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე რეკორდულად მაღალი იყო - ორი მილიარდ რვაას მილიონ დოლარამდე, ანუ ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობაზე ხუთ ნახევარჯერ მეტი; ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.
