მინეაპოლისი - დაფინანსებული პროტესტი
მინეაპოლისში, მასობრივი დეპორტაციების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე, 2 აქტივისტის დაღუპვის ფონზე, ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მინესოტაში სიტუაციის დეე-სკალაციას გეგმავს. დონალდ ტრამპმა რენე გუდისა და ალექს პრეტის მკვლელობებს სამწუხარო ინციდენტი უწოდა. ვიდრე მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, საპროტესტო აქციები ამერიკის რამდენიმე ქალაქში გრძელდება. ტრამპის ადმინისტრაცია დემონსტრაციებს დაფინანსებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ქაოსის შექმნას დაქირავებული აგიტატორები ცდილობენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
