ევროკავშირის გამოწვევები
დონალდ ტრამპის ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ფონზე დანიის პრემიერი აცხადებს, რომ 80 წლის განმავლობაში არსებული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი კი გავლენების სფეროების გადანაწილებასა და ევროკავშირის ახალ რეალობასთან მორგებაზე საუბრობს, საერთაშორისო მედიის არაერთი გამოცემა წერს, რომ ბრიუსელს ახალ გამოწვევებთან გამკლავების რეალური არც სტრატეგია აქვს და არც უნარი. განხეთქილებაა ბრიუსელის ელიტაში, უთანხმოებაა ევროკომისიის პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს შორის, მოსახლეობა კი მემარჯვენე პოლიტიკური ძალებისკენ იხრება. დანაწევრება კი ევროკავშირს უკიდურესად აზიანებს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
