გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი 5 დღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი 5 დღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ის დიდი ბრიტანეთის პირველი პრემიერია, რომელიც 8 წლიანი პაუზის შემდეგ პეკინს ეწვია. კირ სტარმერს ჩინეთში ბრიტანული კომპანიებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მრავალრიცხოვანი დელეგაცია ახლავს. ვიზიტის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების განხილვაა. ჩინეთის ლიდერს სი ძინ პინს კირ სტარმერი ხვალ შეხვდება.
