დანიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, დღემდე ნაცნობი მსოფლიო წესრიგი, რომლისთვისაც დასავლეთი 80 წლის განმავლობაში იბრძოდა აღარ არსებობს და აღარც დაბრუნდება
დანიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, დღემდე ნაცნობი მსოფლიო წესრიგი, რომლისთვისაც დასავლეთი 80 წლის განმავლობაში იბრძოდა აღარ არსებობს და აღარც დაბრუნდება. მეტე ფრედერიკსენის თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ვაშინგტონთან სამომავლო ურთიერთობები. დანიის პრემიერის თქმით, ევროპისთვის დამოუკიდებლად გაძლიერება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუმცა ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ რუსული საფრთხეების წინაშე ტრანსატლანტიკური ერთობის შენარჩუნებაც აუცილებელია.
