კაია კალასი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ევროპას საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში გრავიტაციის ცენტრად აღარ მიიჩნევს
ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი კაია კალასი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ევროპას საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში გრავიტაციის ცენტრად აღარ მიიჩნევს. კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამერიკასთან ურთიერთობის გასაგრძელებლად ახალ რეალობას უნდა მოერგოს. უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ტრანსატლანტიკური უთანხმოების ფონზე, ევროპაში ამერიკისგან დამოუკიდებელი სამხედრო ძალის შექმნის მომხრეა.
