ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის მუზეუმის დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის მუზეუმის დირექტორის მოადგილეს შეხვდა. განიხილეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაგეგმილი შანსის მუზეუმის უნიკალური კოლექციის, ძვ. წ. მესამე ათასწლეულის ჩინური ბრინჯაოს არტეფაქტების გამოფენის საორგანიზაციო საკითხები. დაიგეგმა თანამშრომლობის მომდევნო ეტაპიც. გამოფენას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
