მოლდოვის პრეზიდენტის ანტიქართული რიტორიკა - ასე აფასებს საქართველოს ხელისუფლება მაია სანდუს მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაკეთებულ განცხადებას
მოლდოვის პრეზიდენტის ანტიქართული რიტორიკა - ასე აფასებს საქართველოს ხელისუფლება მაია სანდუს მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც დესეთეს წევრია, არც მორალური და არც პოლიტიკური უპირატესობა არ აქვს და ის საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას სხვების კარნახით ცდილობს.
