პრემიერ-მინისტრი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.
