სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ლიდერი
სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ლიდერი. ისინი თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ დაუფლებულ ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ. დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეებიც, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით..დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია.
