ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ილია ღუდუშაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და ითანამშრომლა გამოძიებასთან
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ილია ღუდუშაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და ითანამშრომლა გამოძიებასთან - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე პროკურატურა ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
