მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი. სასწავლო პროგრამების რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ფუნდამენტური საგნების სწავლების გაძლიერება იქნება.
