კორუფცია უკრაინაში
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო პარლამენტში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის უწყებებში კორუფციას ერთდროულად იძიებს. ანტიკორუფციული ორგანოებისა და მედიის ცნობით, სკანდალების უმეტესობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვა ფიგურირებენ. ხმაურიანი საქმეების ფონზე, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან პოლონელი და უნგრელი ევროპდეპუტატები. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი კიევისგან გაწევრების კრიტერიუმების ზედმიწევნით დაკმაყოფილებას ითხოვს, რისთვისაც უკრაინას ბევრი წელი და არაერთი რეფორმა დასჭირდება.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
