ევროკავშირმა და ინდოეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ევროკავშირმა და ინდოეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მხარეთა შორის სხვადასხვა ხელშეკრულებაც გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება ინდოეთ-ევროკავშირის უსაფრთხოებისა და პარტნიორობის შესახებ. ნიუ დელიში გამართულ ხელმოწერის ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ესწრებოდნენ. ინდოეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას ინდოეთის ისტორიაში უმსხვილესი უწოდეს, რადგან იგი ორ მილიარდიან ბაზარს შექმნის.
