უკრაინის საგარეო უწყებამ იტალიის ვიცე-პრემიერს შეახსენა, რომ ევროპაში მშვიდობის საკითხი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება
უკრაინის საგარეო უწყებამ იტალიის ვიცე-პრემიერს შეახსენა, რომ ევროპაში მშვიდობის საკითხი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია მატეო სალვინის პოსტით, სადაც იტალიის ვიცე-პრემიერი წერს, რომ უკრაინამ ომი უკვე წააგო და ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის დაუყოვნებლივ მოწერისკენ მოუწოდებს. სალვინი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიუხედავად, ზელენსკი მაინც უკმაყოფილოა პარტნიორებით და მათგან მეტს ითხოვს. უკრაინის საგარეო უწყებამ იტალიის ვიცე-პრემიერს, კიევის კრიტიკის ნაცვლად, ურჩია ომის დასასრულებლად მოსკოვს მიმართოს.
