საპატრიაქოს ახალგაზრდულ ცენტრში თვითნასწავლი მოქანდაკისა და გრაფიკოსის, გელა ლეკიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
საპატრიაქოს ახალგაზრდულ ცენტრში თვითნასწავლი მოქანდაკისა და გრაფიკოსის, გელა ლეკიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია სივრცითი ნამუშევრები და ქანდაკებები. გამოფენის მთავარ ფიგურას ქანდაკება „უკანასკნელი ორთაბრძოლა“ წარმოადგენს. გამოფენა დამთვალიერებელს 30 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
