მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც მომლოცველები მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სხვა მღვმდელმსახურებთან ერთად აღავლინა. ზიარების დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
