ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებების დართვა მოითხოვა, საქმე ეხება ძალადობრივი პროცესების დროს დაზარალებულების სამედიცინო დოკუმენტაციას, რისი წინააღმდეგიც იყო ერთ-ერთი ბრალდებული ნანა სანდერი, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს ახალი მტკიცებულებები დაურთო.
