მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა
„რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“,- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა“.
