სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს საპარლამენტო კომისიაც
სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს საპარლამენტო კომისიაც. მიზანი ამ შემთხვევაშიც პროდუქტზე ფასების კლებაა. კომისიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიაში მუშაობის სურვილი უკვე გამოთქვა საპარლამენტო ოპოზიციამ. კომისიის მიზანია ისეთი სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ბაზარზე ჯანსაღ ფასწარმოქმნას უზრუნველყოფს.
