ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დაკავებულია
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დაკავებულია. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ღუდუშაური ასევე იყო ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი სწორედ ღუდუშაურის დავალებით შეწყდა. ამის მიზეზი კი ღუდუშაურის მიერ სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭება იყო. უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი ტენდერის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე.
