ბათუმის „დინამოს“ ახალი მფლობელი თემურ მიქელაძე, კლუბის აქციონერებთან ერთად, შეკრებაზე მყოფ გუნდს თურქეთში, ანტალიაში ეწვია
ბათუმის „დინამოს“ ახალი მფლობელი თემურ მიქელაძე, კლუბის აქციონერებთან ერთად, შეკრებაზე მყოფ გუნდს თურქეთში, ანტალიაში ეწვია. მან ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს საკუთარი ხედვა გააცნო, ილაპარაკა კლუბის მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. თემურ მიქელაძე ასევე შეხვდა გუნდის გულშემატკივრებს, „შავი ზღვის პირატებს“ და მათ კითხვებს უპასუხა. ბათუმის დინამო 2025 წლის დეკემბერში სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923-მა“ შეიძინა. რომლის მთავარი აქციონერია თემურ მიქელაძე. მისი ინიციატივით, უახლოეს მომავალში კლუბის აქციები საჯაროდ გამოვა გასაყიდად, რაც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს „დინამოს“ განვითარებაში.
