ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ მხარს უჭერს უნგრეთის გეგმას
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ მხარს უჭერს უნგრეთის გეგმას, რომ მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში იჩივლოს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ მიღებული უახლესი გადაწყვეტილების გამო. „პატრიოტები ევროპისთვის“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის ლიდერებმა სამართლებრივი ხრიკით დაამტკიცეს.
