დანიის პრემიერ მინისტრი რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმება
დანიის პრემიერ მინისტრი რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი თქმით, ევროპის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულზე დიდი შეცდომა იყო, თუმცა პრემიერი გაერთიანებას აფრთხილებს, რომ რუსული ენერგომატარებლებისგან გათავისუფლების შემდეგ, ევროკავშირი შესაძლოა სხვა სახელმწიფოზე გახდეს დამოკიდებული და ეს დაუშვებელია.
