ფაინენშელ ტაიმსის ცნობით, თეთრი სახლი უკრაინისგან, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, დონბასის დათმობას მოითხოვს
ფაინენშელ ტაიმსის ცნობით, თეთრი სახლი უკრაინისგან, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, დონბასის დათმობას მოითხოვს. გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონი კიევს ომის დასრულების შემდეგ იარაღის მიწოდებას დაჰპირდა, თუკი ის დონბასში მისი კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. უკრაინაში მშვიდობაზე ამერიკა- უკრაინა- რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები კვირას განახლდება. მოსკოვი ტერიტორიების საკითხზე კომპრომისს გამორიცხავს.
