გაეროში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის გაცნობის შემდეგ, ქართულმა დელეგაციამ შედეგები შეაჯამა
გაეროში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის გაცნობის შემდეგ, ქართულმა დელეგაციამ შედეგები შეაჯამა. დელეგაციის წევრების განმარტებით, ყველა რჩევას და რეკომენდაციას, საქართველო ეროვნული ინტერესების ფარგლებში გაითვალისწინებს. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მონაწილეობით მომზადებული დოკუმენტი, საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ, გაეროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა. დისკუსიაში 110 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
