ზამთრის შტორმმა ჩრდილოეთ ამერიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა
ზამთრის შტორმმა ჩრდილოეთ ამერიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. რეკორდული რაოდენობის თოვლი და დაბალი ტემპერატურაა კანადაში. ტორონტოში თოვლის საფარი 61 სანტიმეტრს აღწევს. უხვი ნალექის გამო, შეფერხებებია აეროპორტშიც. რეისების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი დაგვიანებით სრულდება. დაიხურა სკოლები. სპეციალისტების პროგნოზით მსგავსი ამინდი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
