საფრანგეთის პარლამენტმა არასრულწლოვანთათვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვის საკითხის განხილვა დაიწყო
საფრანგეთის პარლამენტმა არასრულწლოვანთათვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვის საკითხის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სოცქსელები არასრულწლოვანთა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველად გამოცხადდა, ქვეყნის პრეზიდენტმა კი მოზარდებში ძალადობის გამომწვევ ფაქტორად მიიჩნია და ისიც აღნიშნა, რომ სკოლებში ბავშვებისთვის მობილური ტელეფონების გამოყენებაც უნდა აიკრძალოს. ემანუელ მაკრონმა მთავრობას კანონპროექტის სწრაფი წესით განხილვის ამოქმედებისკენ მოუწოდა, რათა ის სექტემბერში, მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე შევიდეს ძალაში.
