უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პირველ თებერვალს გაიმართება
უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პირველ თებერვალს გაიმართება. შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა. ზელენსკიმ გასულ უქმეებზე გამართული მოლაპარაკებებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ მხარეებმა სამხედრო ხასიათის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები, რეალური კონტროლისა და მონიტორინგის თემები განიხილეს.
