მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. აქციების მონაწილეებმა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურების დაფინანსების შემცირება მოითხოვეს, ფედერალური აგენტები კი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მათი აგრესია მინესოტელებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.
