შეერთებული შტატების სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი რომელიც მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მუშაობას ხელმძღვანელობდა, სამსახურიდან დაითხოვეს
შეერთებული შტატების სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გრეგორი ბოვინო, რომელიც მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მუშაობას ხელმძღვანელობდა, სამსახურიდან დაითხოვეს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის განკარგულებით, მინესოტაში საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების მუშაობას სასაზღვრო კონტროლის უფროსი ტომ ჰომანი უხელმძღვანელებს, რომელიც მასობრივი დეპორტაციის აქტიური მომხრეა.
