საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მეოთხე საუკუნეში შემოვიდა და მის სახელთანაა დაკავშირებული ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. წმინდა ნინოს ჯვარი სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული და მისი მოლოცვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
