გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტყვიავსა და ქვემო ხვითში დევნილი ოჯახებისთვის სასათბურე მეურნეობები მოეწყო და სრულად აღიჭურვა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტყვიავსა და ქვემო ხვითში დევნილი ოჯახებისთვის სასათბურე მეურნეობები მოეწყო და სრულად აღიჭურვა. გასულ წელს ,საქართველოს მასშტაბით, 50 მსგავსი პროექტი განხორციელდა, სადაც დევნილებს სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა უკვე დაწყებული აქვთ. სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის განაცხადების მიღების ახალი ეტაპი უკვე დაწყებულია და 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
