მიმდინარე კვირაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისია ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართავს შეხვედრებს
მიმდინარე კვირაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისია ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართავს შეხვედრებს. რაც შეეხება სასურსათო პროდუქტზე ფასების კლებას, ამ მხრივ საკოორდინაციო კომისია აქტიურად განაგრძობს ბიზნესთან მუშაობას. ხელისუფლების მიზანია, ფასები შემცირდეს და პროდუქცია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
