ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს - ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია „ეფ ჯი ეს გლობალის“ გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს
ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია „ეფ ჯი ეს გლობალის“ გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვის მიხედვით, „ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო. გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება მომდევნო თაობისთვის“. პესიმისტური განწყობა გამოიკვეთა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ევროპელთა უმრავლესობა, 76% აცხადებს, რომ დემოკრატია მათ ქვეყანაში დაღმასვლას განიცდის. გამოკითხვა 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 23 ქვეყნიდან 11 ათასზე მეტმა ადამიანმა.
