პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სივრცე ფასების კლებისთვის, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე არსებობს
ირაკლი კობახიძის თქმით ბაზარზე არსებული თამაშის წესები ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადო რეალიზაცია. მთავრობის მეთაური სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატით გაიმართა.
