რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში სუპერლიგის 2026 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა
რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში სუპერლიგის 2026 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა. ოლ სტარის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია დაბრუნდა და გულშემატკივარმა სანახაობრივი თამაში, ასევე სამქულიანებისა და ეფექტური ჩატენვების კონკურსები იხილა. ადგილობრივებსა და ლეგიონერებს შორის შეხვედრა ლეგიონერების გამარჯვებით, ანგარიშით 148-134 დასრულდა, რაც ქართული ოლ სტარების სარეკორდო შედეგია. სამქულიანების კონკურსი დიჯეი დევისმა მოიგო, ხოლო ეფექტური გდებების საუკეთესო მონაწილე ლუკა ხარაბაძე გახდა. მატჩის ემ-ვი-პი კი ბათუმის ამერიკელი ლეგიონერი მაირინ ტომასი გახდა. მის ანგარიშზე 38 ქულა და 7 მოხსნა იყო. ღონისძიების საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით ჩატარდა
