ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან მძიმე და დრამატულ მატჩში ფრე 2-2 ითამაშა
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან მძიმე და დრამატულ მატჩში ფრე 2-2 ითამაშა. შეხვედრის გმირი მეკარე ალი ასლანი გახდა, რომელმაც 33 სეივი შეასრულა და ბოლო წუთზე პენალტიც მოიგერია — ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს, ხოლო გადამწყვეტი გოლი 35-ე წუთზე კეკელიამ გაიტანა. ორი ტურის შემდეგ საქართველოს 1 ქულა აქვს და გადამწყვეტ მატჩს 28 იანვარს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს
