ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი ზამთრის შტორმის დროს 7 ადამიანი დაიღუპა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერი ზამთრის შტორმის დროს 7 ადამიანი დაიღუპა. 800 000 ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სიცოცხლისთვის საშიში პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით დახურულია სკოლები, საავტომობილო გზები, გაუქმებულია 11 000 ავიარეისი. ზამთრის ძლიერი შტორმი ამერიკის 40 შტატს უტევს, აქედან 20-ში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ოფიციალური ინფორმაციით, ზამთრის შტორმმა შესაძლოა ამერიკის 180 მილიონი მოსახლე დააზარალოს
