კაია კალასი ურსულა ფონ დერ ლაიენს დიქტატორად მოიხსენიებს
კაია კალასი ურსულა ფონ დერ ლაიენს დიქტატორად მოიხსენიებს. წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს შორის ურთიერთობა დაძაბულია, კალასი პირად საუბრებში ჩივის, რომ ფონ დერ ლაიენი დიქტატორია, თუმცა თავად ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ფონ დერ ლაიენს საგარეო პოლიტიკის საკითხების ყოფილ ევროკომისართან ჯოზეფ ბორელთან ძალიან ცუდი ურთიერთობები ჰქონდა, თუმცა კალასთან მიმართებით ვითარება კიდევ უფრო რთულია.
