მინეაპოლისში ფედერალური ოფიცრების მიერ აქტივისტის მკვლელობის შემდეგ აქცია და არეულობები გრძელდება
მინეაპოლისში ფედერალური ოფიცრების მიერ აქტივისტის მკვლელობის შემდეგ აქცია და არეულობები გრძელდება. ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა დააზიანეს სასტუმროს შენობა, სადაც მათი ინფორმაციით სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრები იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი. ფედერალურმა ოფიცრებმა დემონსტრანტების დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 37 წლის ალექს პრეტის მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი და ამერიკის გენერალური პროკურორი აცხადებენ, რომ მშვიდობიან პროტესტზე აქტივისტები ცეცხლსასროლი იარაღით არ უნდა მიდიოდნენ. ტრამპის ადმინისტრაცია, არეულობასა და სისხლის ღვრაზე პასუხისმგებლობას დემოკრატ პოლიტიკოსებს აკისრებს და აცხადებს, რომ სწორედ მათი წაქეზებით ხდება ძალადობრივი ფაქტები
