შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის მტკიცე მეგობრობას, საერთო ღირებულებებს, მომავლის საერთო ხედვას. აღინიშნა, რომ ძლიერია კავშირები პრემიერ-მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, პარლამენტის წევრებს შორის. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე. უნგრეთის პარლამენტის ვიცე სპიკერმა ხაზი გაუსვა ევროპაში პატრიოტული ძალებისადმი მზარდ მხარდაჭერას და ისაუბრა უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე
