დიპლომატი კონსტანტინე ჟღენტი პარტია „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ შეუერთდა
დიპლომატი კონსტანტინე ჟღენტი პარტია „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ შეუერთდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ საერთო ხედვას ასახელებს. კონსტანტინე ჟღენტს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. იყო ელჩი სხვადასხვა ქვეყანაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი
