ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 180-ზე მეტ ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 180-ზე მეტ ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. წელს საბაჟოს საერთაშორისო დღის სლოგანია „საბაჟო - საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე”. საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა პრემიერმა . ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, ეს სტრატეგია კი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეფუძნება. სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის,მებაჟე ოფიცრებსა და პარტნიორ უწყებებს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები გადაეცათ
