სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იდო. სუსში აცხადებენ, რომ მამაკაცი სამსახურში დილით მივიდა, როგორც ჩანს აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. უწყებაში ამბობენ, რომ ის ანტიკორუფციული სააგენტოს გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი იყო
