მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიას კონკრეტული შედეგები უნდა ჰქონდეს
მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიას კონკრეტული შედეგები უნდა ჰქონდეს. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს ამ დროისთვის უკვე გამოკვეთილი იქნება ის ფაქტორები, რაც პროდუქციაზე ფასნამატს განაპირობებს. ირაკლი კობახიძის თქმით შესაბამისი უწყებები, სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ზომებსაც იღებენ
