დონალდ ტრამპმა კანადის მთავრობა ჩინეთთან თანამშრომლობის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
დონალდ ტრამპმა კანადის მთავრობა ჩინეთთან თანამშრომლობის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. “ჩინეთი წარმატებით და სრულად იპყრობს ოდესღაც დიდებულ ქვეყანას, კანადას. ძალიან სამწუხაროა ამის ყურება. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ჰოკეის მაინც არ შეეხებიან!” - წერს თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში.
